აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ჰორმუზი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით მათ ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული ოთხი ირანული დრონის ჩამოგდება შეძლეს.

„აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატები რეგიონულ საზღვაო მიმოსვლას უშუალო საფრთხეს უქმნიდნენ“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ქალაქ გორუკსა და ქეშმის კუნძულზე განლაგებული რადიოლოკაციური სადგურებიც დაბომბეს.

„ამერიკის შეიარაღებული ძალები სიფხიზლეს ინარჩუნებენ და მზად არიან თავდაცვის მიზნით ირანის გაუმართლებელ აგრესიას უპასუხონ“, - დასძინეს ცენტრალურ სარდლობაში.