აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან განიხილა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი და ღირსეული მშვიდობის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მარკო რუბიომ და ჰაქან ფიდანმა ისაუბრეს სირიაზეც.

მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა სირიაში ინკლუზიური გადასვლის აუცილებლობას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალი მთავრობა ხელს შეუშლის სირიის საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ გადაქცევას და უცხოელ ბოროტმოქმედ სუბიექტებს ხელს შეუშლის არ გამოიყენონ სირიის გარდამავალი პერიოდი საკუთარი მიზნებისთვის.