თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

სკოლა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №120 საჯარო სკოლის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს ადგილზე გააცნეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა და  პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

1000-მდე მოსწავლეზე გათვლილი, თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად განახლდება. ასევე, აშენდება თანამედროვე სპორტული დარბაზი და მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას.

თბილისის №120  რეაბილიტაციის შედეგად, მოსწავლეები და პედაგოგები  სრულად განახლებული, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო სივრცით ისარგებლებენ.