აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც თეთრ სახლთან უსაფრთხოების ბარიერს მანქანით შეეჯახა

აშშ

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, თეთრი სახლის მახლობლად, უსაფრთხოების ბარიერთან მანქანით შეჯახების შემდეგ ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:37 საათზე, თეთრი სახლის სამხრეთ-დასავლეთით განთავსებულ უსაფრთხოების ჭიშკართან მოხდა.

„ერთი პირი დააკავეს, ხოლო ავტომობილი შემოწმდა საიდუმლო სამსახურისა და მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის მიერ და ის უსაფრთხოდ ჩაითვალა“, – აღნიშნულია საიდუმლო სამსახურის განცხადებაში.

ინციდენტის მიზეზები და დაკავებულის ვინაობა უცნობია.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულებისთანავე მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.