გათბობის რადიატორმა ეკონომიურად რომ იმუშაოს... - სპეციალისტის რჩევები

გათბობა

ამინდის გაუარესებასთან ერთად, მოქალაქეთა ნაწილი ხშირად ჩივის ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდის გამო. გამათბობელი დანადგარის სწორად გამოყენების შემთხვევაში კი კომუნალური გადასახადის 30-40 პროცენტით შემცირება შესაძლებელია.

არსებობს რამდენიმე პირობა, რომელთა გათვალისწინებით კომუნალური გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდება.

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ  გათბობის რადიატორმა ეკონომიურად იმუშაოს - ამის შესახებ ცენტრალური გათბობის ექსპერტი ირაკლი მიქაია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.