"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
სერბეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ სროლა იყო. ინციდენტი კარვებთან მოხდა, რომლებიც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერებმა სამთავრობო შენობებთან მთავრობის მოწინააღმდეგეთა მიახლოების თავიდან აცილების მიზნით აღმართეს.
არსებული ინფორმაციით, 70 წლის კაცმა 57 წლის კაცი ფეხში დაჭრა, შემდეგ კი გაზის ბალონს ესროლა, რის გამოც კარავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მალევე ჩააქრეს.
მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი უკვე გააკეთა ვუჩიჩმა. მან ინციდენტს პოლიტიკურად მოტივირებული ტერაქტი უწოდა.