1744223238
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში: 50-ზე მეტმა ქვეყანამ თეთრ სახლს, სატარიფო განაკვეთის დაწევის მიზნით სავაჭრო მოლაპარაკების დაწყების მოწოდებით მიმართა

50-ზე მეტმა ქვეყანამ თეთრ სახლს, სატარიფო განაკვეთის დაწევის მიზნით სავაჭრო მოლაპარაკების დაწყების მოწოდებით მიმართა, - განაცხადა ტელეკომპანია ეი ბი სის ეთერში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, სკოტ ბესეტმა. მას არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
ტრამპის მრჩეველი სხვა ეკონომისტებისგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ სატარიფო პოლიტიკა ამერიკელ მომხმარებლებს არ დააზარალებს, რადგანაც მისი ვარაუდით, ექსპორტიორები თავიანთ პროდუქციაზე ფასებს დაწევენ.
„ტარიფები არის გადასახადის ფორმა, რომელიც იმპორტირებულ საქონელზე წესდება, თუმცა აქ არის საინტერესო პარადოქსი. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ გადასახადების ტვირთი მთლიანად ამერიკელ მომხმარებლებზე გადავა ფასების ზრდის სახით, მაშინ ლოგიკურად გაუგებარია, რატომ არიან უცხოური ქვეყნები ასე აღშფოთებული. ფაქტი ის არის, რომ ქვეყნები სწორედ იმიტომ არიან უკმაყოფილო და იღებენ საპასუხო ზომებს, რომ იციან – ამ ტარიფების მნიშვნელოვანი ნაწილის გადახდა უწევთ თავად ექსპორტიორებს. პრეზიდენტის მიზანი არ არის ბაზრის ჩამოშლა. მისი მიზანია, ამერიკელებისთვის უკეთესი პირობები. ეს არის სტრატეგია ამერიკაში მუშათა კლასისთვის ოქროს ხანის შესაქმნელად. ეს არის ჩვენი სტრატეგია“, - აცხადებს ბესეტი.