ზოდიაქოს 3 ნიშანს 2026 წელს ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
1767648281
ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანა - ბოლო არჩევნები გაყალბდა, ამიტომ, ჩვენ - ისევე როგორც მსოფლიოს ბევრმა სხვა სახელმწიფომ - მისი პრეზიდენტობა არ ვაღიარეთ, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
„მადურო რეგიონში პრობლემურ როლს ასრულებდა. აშშ-ის ოპერაციის სამართლებრივი შეფასება კომპლექსურია. ამისთვის დროს ავიღებთ. მთავარ საზომად საერთაშორისო სამართალი რჩება. ახლა ვენესუელაში პოლიტიკური არასტაბილურობა არ უნდა დაუშვან. მიზანი უნდა იყოს არჩევნების გზით ლეგიტიმირებული მთავრობისკენ მოწესრიგებული გადასვლა“, - დასძინა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.