აშშ-ის მოქალაქეს ჩინეთში სიკვდილით დასჯა ემუქრება

usa

აშშ-ს მოქალაქეს ჩინეთში სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ამის შესახებ reuters-ი წერს. 

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

საქმე ეხება 21 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეს. 

2021 წლის ივნისში აშშ-ის მოქალაქემ, ინგლისურის მასწავლებელმა ჩინელი შეყვარებული დაშორებაზე უარის თქმის გამო შესახვედრად ავტობუსის გაჩერებასთან დაიბარა და ცივი იარაღით ყელისა და სახის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.

სასჯელის აღსრულებამდე საქმე უზენაეს სახალხო სასამართლოს გადაეცა.