მძიმე ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
1773405926
მიუხედავად აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის ზღვით გადაზიდვებზე სანქციების შემსუბუქებისა, ნავთობის მსოფლიო ფასები 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს - წერს CNN-ი.
პარასკევს, გლობალური ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარის გარშემო მერყეობდა, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობის ზღვით გადაზიდვისა და გაყიდვის დროებით დაშვებისა, რაც ირანზე თავდასხმების შემდეგ, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შემსუბუქებისკენ იყო მიმართული.
როგორც მედია წერს, მიწოდების საკითხთან დაკავშირებით არსებული საშიშროების ფონზე, ნავთობის ფასები მაღალი რჩება.
გლობალური საორიენტაციო მარკის, Brent-ის ნავთობის ფასი 0.6%-ით დაეცა და ბარელზე 100 დოლარს მიუახლოვდა. აშშ-ის საორიენტაციო მარკის, WTI-ის ნავთობის ფასი 1.6%-ით დაეცა და ბარელზე 94 დოლარს აჭარბებს.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე განთავსებული ლიცენზია ვრცელდება მხოლოდ რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომლებიც 12 მარტიდან იტვირთება გემებზე და გადაზიდვის ლიცენზიას ვადა 11 აპრილამდე აქვს.