აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი გეგმავს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს მიმართოს, შეწყვიტოს ფტორის გამოყენების რეკომენდაცია სასმელ წყალში

რობერტ კენედი

აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი აცხადებს, რომ გეგმავს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს მიმართოს, შეწყვიტოს ფტორის გამოყენების რეკომენდაცია სასმელ წყალში.

კენედიმ თქვა, რომ ის აგროვებს ჯანდაცვის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფს, რათა შეისწავლოს საკითხი და მიიღოს ახალი რეკომენდაციები.

„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, კენედის არ შეუძლია, უბრძანოს შტატებს, შეაჩერონ ფტორირება, მაგრამ მას შეუძლია, მიმართოს „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს“, შეწყვიტოს გამოყენების რეკომენდაცია და იმუშაოს გარემოს დაცვის სააგენტოსთან ნებადართული რაოდენობის შესაცვლელად.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ გამოაცხადა, რომ განიხილავს „ახალ სამეცნიერო ინფორმაციას“ სასმელ წყალში ფტორის პოტენციური ჯანმრთელობის რისკების შესახებ.

გასულ თვეში იუტა გახდა აშშ-ის პირველი შტატი, რომელმაც აკრძალა ფტორი საზოგადოებრივ სასმელ წყალში. კენედიმ ფტორს უწოდა „საშიში ნეიროტოქსინი“ და თქვა, რომ ის დაკავშირებულია ართრიტთან, ძვლების რღვევებთან და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან.