„სახეზე 6 ნაკერი დაადეს...“ - როგორია გიორგი გოჩოლეიშვილის მდგომარეობა
1760776696
ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დელავერის შტატში თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ ბაიდენის ადვოკატის ბობ ბაუერის თქმით, ჩხრეკა დაგეგმილი იყო პრეზიდენტის სრული თანხმობით.
ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ფედერალურ ბიუროს ბაიდენის სახლში წესების დარღვევით შენახული საიდუმლო დოკუმენტები არ აღმოუჩენია.
14 იანვარს პრეზიდენტ ბაიდენის სახლში საიდუმლო მასალები აღმოაჩინეს.
ბაიდენმა ადვოკატებს დაავალა, რომ სრულად ითანამშრომლონ ეროვნული არქივისა და ჩანაწერების ადმინისტრაციასთან და იუსტიციის დეპარტამენტთან დოკუმენტებთან დაკავშირებით.
ჯამში ნაპოვნია ოცამდე საიდუმლო დოკუმენტი. მათი ნაწილი „პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში“ აღმოაჩინეს, ხოლო ნაწილი ბაიდენის დელავერის სახლში.