„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია
1778429658
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ათპროცენტიანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ წერს.
გადაწყვეტილება აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ორი ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.
სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ არასწორად განმარტა ის კანონი, რომლის საფუძველზეც ფართომასშტაბიანი ტარიფები დაწესდა.
აღნიშნული ათპროცენტიანი გლობალური ტარიფები ძალაში თებერვალში შევიდა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მათი ვადა ივლისის ბოლოს იწურება.