1742189529
აშშ-ის ავიამზიდზე ""ჰუსიტებმა"" საპასუხო დარტყმა განახორციელეს - წითელ ზღვაში მყოფ ამერიკულ ხომალდზე იერიში რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს

თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდზე წითელ ზღვაში. ""ჰუსიტებმა"" აღიარეს, რომ დარტყმა ხომალდზე მათ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს.
როგორც საიფორმაციო სააგენტო ""ფრანც პრესი"" წერს, ""ჰარი ტრუმანზე"" თავდასხმისთვის ისლამისტურმა დაჯგუფებამ 18 ფრთოსანი რაკეტა და ერთი დრონი გაუშვა. შეტევას "ჰუსიტების" სამხედრო ფრთის წარმომადგენელი ადასტურებს, თუმცა არ კონკრეტდება, მიადგა თუ არა ზიანი ამერიკულ ავიამზიდს და მის სიახლოვეს განლაგებულ სამხედრო გემებს.
შეგახსენებთ, გუშინ შეერთებული შტატების ფლოტმა წითელი ზღვის აკვატორიიდან "ჰუსიტების" პოზიციები დაბომბა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაიღუპა 53 ადამიანი, დაჭრილია ასამდე.