1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა წარმატებებმა შეიძლება შეაფერხოს დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.
9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიშ სუნაკთან მოლაპარაკებების შემდეგ სტოლტენბერგმა ასევე პირობა დადო, რომ ალიანსი „განაგრძობს უკრაინის დახმარებას ხერსონის გარშემო“, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავის ჯარებს განკარგულება გასცა, გავიდნენ სამხრეთ უკრაინაში მდებარე ამ ქალაქიდან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ის დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. მაგრამ როგორც ჟურნალისტებს უთხრა, „სრულიად ნათელია, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინას ორივე პარტიის მხრიდან აქვს ძლიერი მხარდაჭერა.“