საფრთხის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის თელავში
1783835909
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
CENTCOM-ში განმარტეს, რომ ეს დარტყმები იყო პასუხი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ თავდასხმაზე კონტეინერმზიდ GFS Galaxy-ზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ გადაადგილდებოდა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ეკიპაჟის ერთი წევრი დაკარგულად ითვლება, ხანძრისა და დაზიანებების გამო კი კონტეინერმზიდი ნაოსნობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.
„ირანმა არასწორი არჩევანი გააკეთა. ახლა ისინი ამისთვის საფასურს იხდიან“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ კი აღნიშნეს, რომ მათ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს გემზე, რომელიც ირანის მიერ დამტკიცებული მარშრუტით არ მოძრაობდა, რის შემდეგაც მას „გამაფრთხილებელი გასროლა მოხვდა და გაჩერდა“. ირანულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება შემდგომ შეტყობინებამდე და „რეგიონში აშშ-ის ინტერვენციის შეწყვეტამდე“.