„ოჯახის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანი დავკარგეთ...“ – გოგა მანია
1742931706
აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებმა საუდის არაბეთში 24 მარტს მოლაპარაკებების შედეგად შავ ზღვაში ზავის შესახებ და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების აკრძალვაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების გამორიცხვასა და შავ ზღვაში სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან აცილებაზე.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ ზომების შემუშავებაზე რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვის შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი გააგრძელებენ მუშაობას მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
ამასთან ერთად, აშშ-ი გააგრძელებს მხარეებს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობას მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად ერ-რიადში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად.
ცნობისთვის, რუსეთსა და აშშ-ს შორის შეხვედრა ერ-რიადში 24 მარტს 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კრემლში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან განხილვა ფოკუსირებული იყო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლების საკითხზე.
ამასთან ერთად დღეს საუდის არაბეთში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა უკრაინულ და ამერიკული დელეგაციების მონაწილეობით.