ერდოღანი: არ მოვტყუვდებით მშიშარა ადამიანების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც ახალგაზრდებს ამოფარებულნი ცდილობენ საკუთარი დანაშაულების დაფარვას

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლიტიკური არეულობის დაუშვებლობის შესახებ ისაუბრა და ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

„ჩვენ მგრძნობიარე პერიოდს გავდივართ. ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციებს და არ დავადგებით ბნელ გზას, რომელიც კატასტროფამდე მიგვიყვანს. არ მოვტყუვდებით მშიშარა ადამიანების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც ახალგაზრდებს ამოფარებულნი ცდილობენ საკუთარი დანაშაულების დაფარვას. ჩვენ არასდროს ვიქნებით მათი დადგმული სცენარების მონაწილეები. თუ იქნება უკანონობა, ჩვენ მათ კანონის ფარგლებში ვაგებინებთ პასუხს“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა მის მოქალაქეს ეკუთვნის და ახალგაზრდებს მოუწოდა, სიფხიზლე შეინარჩუნონ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ქაოსის გაღვივებას ცდილობს.

მან ასევე დაგმო სამართალდამცველი და სასამართლო ორგანოების წარმომადგენლებზე თავდასხმები და გააფრთხილა, რომ უსაფრთხოების ძალები ქუჩის ძალადობას არ მოითმენენ.

„არ არსებობს დანიშნულების ადგილი მათთვის, ვინც ცდილობს ეს ქვეყანა ქაოსში გახვიოს. გზა, რომელიც მათ აირჩიეს, ჩიხია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ახალგაზრდები გამოიყენონ კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც პოლიტიკას პირადი გამორჩენის ინსტრუმენტად მიიჩნევენ“, - დასძინა მან.