აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად „კავშირის არხის“ შექმნაზე შეთანხმდნენ

ჰორმუზის სრუტე

შვეიცარიაში გამართული „ტექნიკური“ მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი, სხვა საკითხებთან ერთად, „კავშირის არხის“ შექმნაზე შეთანხმდნენ, რათა თავიდან აიცილონ ინციდენტები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში.

ინფორმაციას CNN-ი ​ კატარელ და პაკისტანელ მომლაპარაკებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განმარტებით, ეს მექანიზმი იქმნება „ინციდენტებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, კომერციული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფის მიზნით“. მან უნდა იმოქმედოს საბოლოო შეთანხმების ხელმოწერამდე, ანუ 60 დღის განმავლობაში, ან უფრო მეტხანს, თუ შეთანხმების მიღწევის ვადა მხარეთა თანხმობით გახანგრძლივდება.

გარდა ამისა, შუამავლების თქმით, მიღწეულია შეთანხმება მსგავსი სპეციალური ჯგუფის შექმნაზე ლიბანის მონაწილეობით, რათა ხელი შეეწყოს ლიბანის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტას.

მთლიანობაში, კატარმა და პაკისტანმა მოლაპარაკებებზე „პროგრესისა“ და კონსტრუქციული ატმოსფეროს შესახებ განაცხადეს.

ტექნიკური მოლაპარაკებები შვეიცარიაში ამ კვირაშიც უნდა გაგრძელდეს.