აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ამზადებენ

ომი

აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ამზადებენ. წყაროს ცნობით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები, ცალმხრივად გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა, თუ რუსეთს პასუხის გასაცემად მოკლე ვადა მიეცეს. მოსკოვის უარის შემთხვევაში, ამერიკელები და ევროპელები, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებით იმუქრებიან.

"ორივე მხარისთვის კონკრეტული გზავნილი მაქვს - დაასრულეთ ეს ომი. ყოველ კვირა 5000 ჯარისკაცს ვკარგავთ, როგორც რუს, ისე უკრაინელ ჯარისკაცებს და ვიმეორებ - დაასრულეთ ეს უგუნური ომი, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.