ხაშურის მუნიციპალიტეტში 3 კაცი დაჭრეს

შსს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯვარეში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომელიც წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.