„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1745437821
აშშ ჩინეთთან კარგ შეთანხმებას მიაღწევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ის დღეები, როდესაც აშშ-ს ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნები „ძარცვავდნენ“, დასრულებულია.
„ეს ქვეყანა აღარ დაკარგავს ფულს ვაჭრობაზე. ჩვენ ვკარგავთ 2 ტრილიონ დოლარს წელიწადში. ახლა ჩვენ ვაპირებთ ფულის გაკეთებას, ბევრი ფულის. ასე რომ, ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვძარცვავდნენ მრავალი წლის განმავლობაში. მაგალითად, ჩინეთი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩინეთი არ არის, არის ევროკავშირიც. ისინი გვძარცვავდნენ მრავალი წლის განმავლობაში და ეს დღეები დასრულდა. ჩვენ ბევრ ფულს გავაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. შევძლებთ გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირებას და ჩვენ ვიქნებით ამაყი ჩვენი თავით. ჩვენ აღარ ვიქნებით დასაცინი ობიექტი, რომლითაც, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქვეყანა სარგებლობდა. ეს იქნება სამართლიანი. ჩვენ გვექნება ქვეყანა, რომლითაც შეძლებთ, იამაყოთ“, – განაცხადა ტრამპმა.