აშშ ჩეხეთს რვა სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს

სამხედრო ვერტმფერნი

პრაღაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, აშშ ჩეხეთს Bell-ის რვა სამხედრო ვერტმფრენს უფასოდ გადასცემს.

ჩეხეთს სურს, დააჩქაროს საკუთარი არმიის მოდერნიზაცია, რათა უკრაინისთვის დამატებითი ტექნიკის მიწოდება შეძლოს.

„უკრაინის დასახმარებლად ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მოვიპოვეთ მოკავშირეების არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ მათი მხარდაჭერაც არმიის მოდერნიზაციაში“. - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, იანა ცერნოჩოვამ.

ვერტმფრენები იქნება უფასო, ტრანსფერისა და განახლების ხარჯების გარდა, - განმარტა აშშ-ის საელჩომ.

ტრანსფერით, ჩეხეთს 10 AH-1Z Viper თავდასხმისა და 10 UH-1Y Venom კომუნალური ვერტმფრენი ექნება. მანამდე შეკვეთილ თვითმფრინავები კი 2023 წლისთვის მიიღებს.

ჩეხეთი ასევე იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას საბჭოთა წარმოების T-72-ის ტიპის ტანკები გადასცა, ასევე, BMP-1-ის ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც ქვეყნის მოქმედი რეზერვების ნაწილი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთმა უკრაინას თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და მრავალი გამშვები სარაკეტო სისტემაც მიაწოდა.