1757190115
არეულობების ფონზე, ნეპალის ციხეებიდან 770-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ქვეყანაში არეულობის ფონზე, ნეპალის ორი ციხიდან 770-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.
„ბიბისი“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პატიმრები კასკისა და დანგის პროვინციების ციხეებიდან გაიქცნენ.
მანამდე კი, ნეპალის არმიის მეთაურმა მომიტინგეებს დიალოგისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რაც შეიძლება, მალე იპოვონ.
ცნობისთვის, ნეპალში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყალბი ამბების, სიძულვილის ენისა და ონლაინთაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად სოციალური მედიის პლატფორმები სახელმწიფოს მიერ უნდა დარეგულირებულიყო. ამასთან, აქტივისტები ქვეყანაში კორუფციის შემთხვევების გახშირებასაც აპროტესტებდნენ.
პოლიციასთან დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაპირისპირების ფონზე თანამდებობა დატოვა ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლმა.

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757445924