ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, მის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმის შეწყვეტის შესახებ.
„ეს საქმე, ისევე როგორც ყველა სხვა საქმე, რომელთა გავლაც მომიწია, უკანონოა და არასდროს უნდა დაწყებულიყო. დემოკრატიული პარტიის მიერ პოლიტიკური ოპონენტის, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში გადასახადის გადამხდელთა 100 მილიონზე მეტი დოლარია გაფლანგული. ჩვენს ქვეყანაში მსგავსი არაფერი მომხდარა“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელიც არჩევნებში ჩარევას უკავშირდებოდა, დახურა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მანამდე სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ჯეკ სმიტმა სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნა, რომ საქმე უნდა დაიხუროს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას.