ახალი შესაძლებლობები და მოულოდნელი ცვლილებები - როგორი იქნება 14-20 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგების თქმით, 14-დან 20 სექტემბრამდე პერიოდი მოთმინებასა და გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. კვირის დასაწყისში ყურადღება ფინანსურ საკითხებზე, ღრმა ემოციებსა და ურთიერთობებში ძალთა ბალანსზე გამახვილდება. შესაძლოა, თავი იჩინოს ეჭვიანობამ, კონტროლის სურვილმა ან ისეთმა გარემოებებმა, რომლებიც აქამდე დაფარული იყო. კვირის შუა პერიოდი მეტი თავისუფლებისა და ახალი შესაძლებლობების სურვილს გააძლიერებს, თუმცა განწყობის ცვალებადობაც მოსალოდნელია. შაბათ-კვირას კი დისციპლინა, სიფრთხილე და მიღებული ინფორმაციის გადამოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 14-დან 20 სექტემბრამდე პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი
მოვლენებს, განსაკუთრებით კი ფინანსურ საკითხებს, ნუ დააჩქარებთ - ამ პერიოდში ფარული მანიპულაციების რისკი არსებობს. ახალი საქმეების წამოწყებას მიმდინარე საკითხების დასრულება ჯობს. ხუთშაბათს შეთანხმებების გამყარებისა და პარტნიორული ურთიერთობების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი დრო დადგება. პარასკევი სწავლის, სამომავლო გეგმების დასახვისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის გამოგადგებათ. კვირას ახლობლებზე ზეწოლას მოერიდეთ და მათი პოზიციის გათვალისწინებას მეტი ყურადღება დაუთმეთ.

კურო
 
თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი ხუთშაბათს დაიწყება. ამ დროს პარტნიორული კავშირებისა და გრძელვადიანი ვალდებულებების გასამყარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ. პარასკევი ერთობლივი მოგზაურობის, სწავლისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის კარგი დღეა. შაბათს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ხმაურიან დაპირებებთან, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. კვირა საბუთების მოწესრიგებასა და დაგეგმვას დაუთმეთ და კამათსა თუ დაპირისპირებას შეძლებისდაგვარად მოერიდეთ.

ტყუპები
ფარულ სქემებსა და დაუფიქრებელ ფინანსურ ვალდებულებებს მოერიდეთ. მიმდინარე საქმეების დასრულება ახალი პროექტების დაწყებაზე უკეთესი არჩევანი იქნება. ხუთშაბათს გარკვეული შეფერხებებია მოსალოდნელი, ამიტომ სასურველია, სათადარიგო გეგმაც გქონდეთ. პარასკევი ხელსაყრელია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, განაცხადების შესატანად და სწავლისთვის. კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დაგეგმვას მოერიდეთ.

კირჩხიბი
სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეჭვიანობას ნუ აჰყვებით. კვირის დასაწყისი დასვენებას, შემოქმედებით საქმიანობასა და საკუთარ თავთან განმარტოებას შეგიძლიათ, დაუთმოთ. ხუთშაბათს წარმატებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დაიწყება. კარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის, ბავშვებთან დროის გასატარებლად და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შაბათს ოჯახურ საკითხებში ილუზიებსა და ზედმეტ მოლოდინებს მოერიდეთ. კვირა სახლის, საოჯახო საქმეებისა და სამომავლო გეგმების მოწესრიგებისთვის გამოგადგებათ.

ლომი
კვირის დასაწყისში რემონტისა და მასშტაბური საყოფაცხოვრებო ცვლილებების დაწყებას მოერიდეთ. ხუთშაბათს სახლისა და ოჯახთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანად მოგვარება გაგიადვილდებათ. პარასკევი თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული დღეა - შეგიძლიათ გააფართოოთ საოჯახო გეგმები და განიხილოთ საცხოვრებლის შეცვლის, რემონტის ან უძრავი ქონების შეძენის საკითხები. შაბათს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საეჭვო რჩევებს ნუ ენდობით და ყოველდღიური საქმეებით ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.

ქალწული
ფინანსურ ავანტიურებს მოერიდეთ და, პირველ რიგში, მიმდინარე საქმეების დასრულებაზე იზრუნეთ. ხუთშაბათს გადაადგილებისას მეტი სიფრთხილე და მოთმინება დაგჭირდებათ. პარასკევი ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ახალი კურსის დასაწყებად, სამოგზაუროდ, ცოდნის მისაღებად ან მნიშვნელოვანი საბუთების ჩასაბარებლად. შაბათს მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ და დაუდასტურებელ დაპირებებს ნუ ენდობით.

სასწორი
ფინანსებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იმპულსურად ნუ მიიღებთ. ამ პერიოდში პაუზის აღება და არსებული მდგომარეობის შეფასება უფრო გონივრული იქნება, ვიდრე ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება. მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერასა და მასშტაბური ფინანსური საქმეების დაწყებასაც მოერიდეთ. ხუთშაბათს შემოსავლების სტაბილიზაციასა და ბიუჯეტის გადახედვაზე იზრუნეთ. პარასკევი სწავლის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისთვის ხელსაყრელია.

მორიელი
ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ იმიჯსა და პირად მიზნებს მიაქციეთ. თამამად გამოხატეთ საკუთარი თავი და სურვილები, თუმცა გავლენის გაზრდის სურვილმა ზედმეტი რისკებისკენ არ გიბიძგოთ. ორშაბათსა და სამშაბათს სხვისი ფინანსური რესურსებით გარისკვა სასურველი არ არის. ხუთშაბათს შეთანხმებებისა და პროფესიული სტატუსის გასამყარებლად კარგი შესაძლებლობები გამოჩნდება. პარასკევი თვითპრეზენტაციისთვის, ახალი შესაძლებლობების წარმოჩენისა და გავლენის გასაფართოებლად განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა...ვრცლად