თელავში, მძარცველებმა პენსიონერი დააბეს და ფულისა და ძვირფასეულობის შენახვის ადგილი იძულებით ათქმევინეს - შსს დანაშაულს იძიებს

პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ 7000 ლარამდე ნაღდი ფულის და ოქროულობის წაღება შეძლეს.

თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და მისი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.