სველი თმით გარეთ გასვლა სახიფათოა! – ბიძინა კულუმბეგოვი ყველაზე გავრცელებულ კითხვას პასუხობს
1788091521
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის თავდასხმას გმობს და მომხდარს „სერიოზულ ესკალაციას“ უწოდებს.
მათივე ცნობით, ირანული დრონი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს აგრესიული თავდასხმები წარმოადგენს სერიოზულ ესკალაციას, მიუღებელ დარღვევას და პირდაპირ საფრთხეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანის არმიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა დღეს დილით განახორციელა. ირანული მედიის თანახმად, ათობით დრონით თავდასხმა მოხდა ალ-მინჰადის ავიაბაზაზე, სადაც განთავსებულია აშშ-ის ვერტმფრენები. თეირანის განცხადებით, თავდასხმა აშშ-ის მიერ კუნძულ ლარაკის დაბომბვის საპასუხოდ განახორციელეს.