„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას არც ბატონ პუტინთან და არც ბატონ ზელენსკისთან",- უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"ვაგრძელებ სატელეფონო დიპლომატიას როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. გავაგზავნე ჩემი სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშიც და კიევშიც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, ახალი მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს“, - აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, თურქეთს არ შეუძლია უარი თქვას რუსეთთან ურთიერთობაზე.
„ჩვენ გვაქვს კავშირები ორივე მხარესთან, რუსეთთან და უკრაინასთან. გვაქვს „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის პროექტი რუსეთთან. მომავალ წელს დავასრულებთ ამ პროექტს, გავხსნით. ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული წყაროა. მოხმარებული გაზის 50%-ს რუსეთისგან ვიღებთ. ეს ჩვენთვის სტრატეგიული საკითხია, სტრატეგიული ურთიერთობები. ჩვენ არ შეგვიძლია მათზე უარის თქმა,“ - აღნიშნა ერდოღანმა.