პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"რუსი ოკუპანტები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებს აგრძელებენ ",- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში აღნიშნული.
„ხარკოვის მიმართულებით მტერი ორიენტირებული იყო პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე. აგრესორი ახორციელებს ცირკუნის, რუსკი ტიშკის, ჩერკასი ტიშკისა და პიტომნიკის დასახლებების საარტილერიო დაბომბვას. სლოვიანსკის მიმართულებით მტერი თავს ესხმის სოფელ დოვჰენკეს. გარკვეულ ტერიტორიაზე შეტევის მხარდასაჭერად საარტილერიო ნაწილებია განლაგებული.
ლოგისტიკური მხარდაჭერისა და დანაკარგების დანაყოფების შესავსებად, რუსმა აგრესორმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან იარაღი და სამხედრო ტექნიკა გადმოიტანა. ლიმანის მიმართულებით მტერმა დაიწყო შეტევა დრობიშევის დასახლებაზე სრული კონტროლის დასამყარებლად და ჩრდილოეთიდან ლიმანის ბლოკირების მიზნით. ბახმუტისა და სევეროდონეცკის მიმართულებებით აგრესორმა, ლუგანსკის ოლქში შეტევის მხარდასაჭერად, თხუთმეტამდე ვერტმფრენის კონცენტრირება განახორციელა.
მტრის ძალისხმევა მიმართულია ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებაზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მტერი აგრძელებს საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის თორმეტი შეტევა მოიგერიეს, განადგურდა სამი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, ექვსი ერთეული ჯავშანტექნიკა და შვიდი ერთეული საავტომობილო ტექნიკა,“- აცხადებენ გენშტაბში.