არ მინდა, ვნახო საქართველოსა და მოლდოვის განცალკევება - მარინა კალიურანდი

ევროპალამენტარი

მე არ მინდა, ვნახო საქართველოსა და მოლდოვის განცალკევება, ამიტომ უკრაინას სპეციალური სტატუსი დათქმების გარეშე და კანდიდატის სტატუსი დათქმებით საქართველოსა და მოლდვას, ასეთია ჩემი პოზიცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

როგორც მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რადგან კანდიდატის სტატუსის განხილვა მოხდა უკრაინაში ომის გამო, უკრაინას სჭირდება განსაკუთრებული მოპყრობა.

„ჩვენ გვაქვს რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს კომისიის წინადადებას. შეიძლება თუ არა რამე ამას დებატების შემდეგ ვნახავთ. რაც შეეხება საბჭოს გადაწვეტილებას, საბჭო პოლიტიკური ინსტიტუციაა, კომისიაა. რა თქმა უნდა, აქვს თავის არგუმენტებზე დაფუძნებული შეფასება, მაგრამ საბჭო ვფიქრობ მხედველობაში მიიღებს სხვა პოლიტიკურ ასპექტებსაც, მაგალითად გეოპოლიტიკურ ასპექტს. ჩემი პერსონალური პოზიცია ასეთია – რადგან კანდიდატის სტატუსის განხილვა მოხდა უკრაინაში ომის გამო, უკრაინას სჭირდება განსაკუთრებული მოპყრობა. უკრაინას სჭირდება ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი შეკითხვების გარეშე.

მათ ეს სამი თვის წინ უნდა მიეღოთ და ვწუხვარ, რომ ასე არ მოხდა მაგრამ საქართველოსთვის და მოლდოვისთვის, ვფიქრობ სამართლიანი იქნება ორივე ქვეყანას ერთნაირად მოვეპყროთ, ორივეს უნდა მივცეთ კანდიდატის სტატუსი დათქმებით. ახლა რაც ვიცი ის არის, რომ საბჭოში 100 პროცენტით უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც კი არაა გადაწყვეტილი. არ ვიცით, ამას ყველა ლიდერი მიემხრობა თუ არა. არ ვიცით, რას გააკეთებს ვიქტორ ორბანი. შემდეგ მოდიან საქართველო დ მოლდოვა. მიჭირს იმის თქმა, რა მოხდება, შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დისკუსია საკმაოდ მწვავე იქნება. მე არ მინდა, ვნახო საქართველოსა და მოლდოვის განცალკევება. ამიტომ უკრაინას სპეციალური სტატუსი დათქმების გარეშე და კანდიდატის სტატუსი დათქმებით საქართველოსა და მოლდოვას, ასეთია ჩემი პოზიცია“, – განაცხადა კალიურანდმა.