ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
"არ იფიქროთ, რომ მე აქ რაიმე სახის თავდასხმას ვგეგმავ, არ მაქვს სურვილი, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა იომონ, უნდა დავმშვიდდეთ“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ბელტა“ იტყობინება.
მას მიაჩნია, რომ ევროპა დიდი ხნის წინ შეაჩერებდა ამ ომს, თუ აშშ არ გააგრძელებდა საომარი მოქმედებების წახალისებას პოლონეთის დახმარებით.
„დღეს არავითარი უკრაინა არ ომობს".დღეს ნატოს მთელი ბლოკი და ამერიკაა, უპირველეს ყოვლისა, ომში რუსეთთან“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გახდა თავშესაფარი ათასობით უკრაინელისთვის, რომელიც ბელარუსის მოქალაქეობას იღებენ.
"როგორ მუშაობენ. როგორი ბედნიერები არიან. რატომ? იმიტომ, რომ მწუხარება განიცადეს, გაუძლეს ომს. ეს ჩვენი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვაწყენინოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.