1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აქტივისტებმა, რომლებიც „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას ითხოვენ, პარიზში, ლუვრში მონა ლიზას წვნიანი შეასხეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარს წვნიანი ორმა ქალმა შეასხა, რომლებსაც ეცვათ მაისურები წარწერით „საკვების კონტრშეტევა“. წვნიანის შესხმის შემდეგ ისინი ტილოს წინ დადგნენ და თქვეს: „რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ხელოვნება თუ ჯანსაღი და მდგრადი საკვების უფლება? თქვენი სოფლის მეურნეობის სისტემა ავადაა. ჩვენი ფერმერები მუშაობისას იხოცებიან“
მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ Riposte Alimentaire („საკვების კონტრშეტევა“). ლუვრში აცხადებენ, რომ მონა ლიზა არ დაზიანებულა, რადგან მას ტყვიაგაუმტარი მინა იცავს.
ამასთან, ბოლო დროს საფრანგეთში ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება, რომელთა მონაწილეებიც საწვავზე სუბსიდირების შემცირებას აპროტესტებენ.