აქტივისტებმა ავსტრალიის ეროვნულ გალერეაში ენდი უორჰოლის ნამუშევარი ლურჯი საღებავით მოხატეს

ნახატი

კლიმატის აქტივისტებმა ამჯერად მიზანში უორჰოლის ცნობილი ნამუშევარი  „კემპბელის სუპი" ამოიღეს. მათ ნახატი ლურჯი საღებავით მოხატეს. თუმცა, ნამუშევარი სუპი არ დაზიანებულა, რადგან შუშით იყო დაცული. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ბოლო პერიოდში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ეკოექსტრემისტებმა ხელოვნების ცნობილი ნამუშევრის დაზიანება სცადეს. რამდენიმე თვის წინ ეკოაქტივისტებმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის „მზესუმზირებს" პომიდვრის სუპი შეასხეს, ხოლო 5 ნოემბერს მადრიდის პრადოს მუზეუმში ფრანცისკო დე გოიას ორი ცნობილი ნახატის ჩარჩოებს ხელით მიეწებნენ.

ეკოექსტრემისტების განმარტებით, მსგავსი ქმედებებით ისინი ცდილობენ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ დღევანდელი მსოფლიოს ეკოლოგიურ პრობლემებზე.