Apple Watch-მა 29 წლის ქალის სიცოცხლე იხსნა

საათი

29 წლის ცინცინატელი ქალის სიცოცხლე Apple Watch-ის საშუალებით გადარჩა. გაჯეტმა ქალის ფილტვებში სიცოცხლისთვის საშიში და შეუსაბამო სისხლის შედედება "დააფიქსირა". ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კიმ უოტკინსმა მედიასთან თქვა, რომ ის ახლა თავის სიცოცხლეს ტექნოლოგიას უმადლის.

„ერთი შეხედვით ტექნლოგიებზე მიჯაჭვულობა არ არის კარგი. მეორეს მხრივ, ამან შეიძლება ჩვენი სიცოცხლე იხსნას", — თქვა კიმ უოტკინსმა.

უოტკინსმა აღმოაჩინა, რომ მას სისხლის შედედების პრობლემები აქვს. ქალმა ეს არ იცოდა და აღმოჩნდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

Apple Watch-ს ადამიანის გულისცემის გაზომვა და მასზე დაკვირვება შეუძლია. გაჯეტი ამას ღამის განმავლობაშიც აკეთებს, როდესაც გვძინავს.

სწორედ ეს მოხდა კიმ უოტკისნსის შემთხვევაში. ქალმა დაღლილობა იგრძნო და დაძინება გადაწყვიტა. ძილის დროს Apple Watch-მა არარეგულარული გულისცემა დააფიქსირა — 178 წუთში. შესაბამისად, ჩაირთო გამაფრთხილებელი რეჟიმი და ქალს გაეღვიძა.

„მე ძალიან გამიმართლა. Apple Watch-ს რომ არ გავეღვიძებინე, მე ამას ძილში ვერ გავიგებდი. გაღვიძებისთანავე სასწრაფოში დავრეკე. ექიმებმა მითხრეს, რომ ტექნოლოგიამ გადამარჩინა. ის რომ არა (Apple Watch), მე უბრალოდ ვეღარ გავიღვიძებდი", — თქვა ქალმა.

სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ქალს უთხრეს, რომ ფილტვის ემბოლია ჰქონდა. დაავადებას ფილტვის არტერიის უეცარი დახშობა ახასიათებს, რომელიც სისხლის მიმოქცევის საშუალებით ხვდება (ემბოლიზმი) ფილტვის არტერიაში. დაავადებას სერიოზული მკურნალობა სჭირდება და მნიშვნელოვანია მისი გამოვლენა დროულად მოხდეს.

ასევე ნახეთ:

Exclusive: „ფიცარი ჩაარტყა თავში... ტყუილია ყველაფერი...“ - რას ამბობს მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის დედა

„ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი...“ - რას ამბობს მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

"ცდილობდა, მამისთვის თავი მოეწონებინა...მსხვერპლს სახლის ეზოში მარხავდა..."

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს

„დედაჩემი არის ცუდად, დავურეკე ტიროდა, გთხოვთ გამიშვათ სახლში...“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“