1755268963
ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნა, უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს.
„უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება იყოს: იქნება ეს სხვა მესამე ქვეყანასთან თანამშრომლობა თუ მესამე ქვეყნების დახმარება. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს. საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინამ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ვიდრე უკრაინაში სისხლის ღვრა გაგრძელდება, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს. უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და მოუნელებელია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.