Apple-მა სტივ ჯობსის სიტყვები რეკლამად აქცია

სტივ ჯობსი

კრიტიკოსები ამ გადაწყვეტილებას ეჭვის ქვეშ აყენებენ, iOS-ის საკამათო რედიზაინის გამო… გადაწყვეტილება კი მოკლე ვიდეოა, რომელშიც ეფლი დიზაინის შესახებ გვესაუბრება, გვეუბნება, რომ ეს არც ვიზუალია და არც შეგრძნებები. მნიშვნელოვანია, თუ როგორ მუშაობს დიზაინი — ასე სტივ ჯობსის 2003 წლის ინტერვიუსაც ეხმიანება, რომელიც The New York Times-თან ჰქონდა. 

iPod-ისა და Apple-ის დიზაინის ფილოსოფიის განხილვისას ჯობსმა თქვა:

„ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას, როცა ფიქრობს, რომ დიზაინი ვიზუალია. ფიქრობენ, რომ დიზაინერებს აძლევენ ამ ყუთს და ავალებენ, კარგი ვიზუალი შეუქმნან მას. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ დიზაინზე, ეს ის კი არ არის, თუ როგორ გამოიყურება და როგორია, არამედ დიზაინი განისაზღვრება იმით, თუ როგორ მუშაობს“.

ვიდეო iPhone 17-ის ღონისძიებისთვის შეიქმნა, თუმცა ახლა უკვე დამოუკიდებლად გამოაქვეყნეს ეფლის ოფიციალურ არხებზე – ჟესტებს, გადასვლებსა და დახვეწილ ანიმაციებს მოიცავს, იქნება ეს Face ID-ის ამოცნობა, iPad-ის ხელით წერის ხელსაწყოები თუ სხვა.

და თუ რამდენად ღირდა სტივ ჯობსის სიტყვების რეკლამად ქცევა, ეს თავად შეაფასეთ: