AP: დანიის პრემიერ-მინისტრი სამდღიანი ვიზიტით გრენლანდიაში ჩავიდა

დანიის პრემიერი

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიქსენი სამდღიანი ვიზიტით გრენლანდიაში ჩავიდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ფრედერიქსენი კუნძულის მთავრობის მომავალ წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ვიზიტს ის გრენლანდიის მომავალ პრემიერ-მინისტრ, იენს-ფრედერიკ ნილსენთან შეხვედრით დაიწყებს.

დანიის ხელმძღვანელობა გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებებსა და განცხადებებზე მწვავედ რეაგირებს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის გრენლანდიას 100%-ით მიიღებს.