ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა - Reuters

ფოტო: Reuters

ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში სტამბოლის დაკავებული ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ მიტინგებზე სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, პოლიციელებიც.

ცნობისთვის, 19 მარტს თურქეთში სტამბოლის მერი კორუფციისა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, რასაც დედაქალაქ ანკარაში დემონსტრაცია მოჰყვა.