ანდრეი სიბიგა - პუტინი უკრაინის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას სასტიკი დარტყმებით პასუხობს, ის დასცინის აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას

ანდრეი სიბიგა

პუტინი შეგნებულად დასცინის აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას, – ამის ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.

„პუტინი უკრაინის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ან უფრო ხანგრძლივად ცეცხლის შეწყვეტაზე უპირობო წინადადებას ასეთი სასტიკი დარტყმებით პასუხობს. ის შეგნებულად დასცინის აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება.

„ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რატომ არის მიუღებელი ნაციზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღნიშვნა პუტინის რუსეთთან ერთად. ისინი არ არიან „განმათავისუფლებლები“, არამედ არიან სამხედრო დამნაშავეები“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.

შეგახსენებთ, რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა, მათ შორის, ოთხი მცირეწლოვანი ბავშვია.