„ჰაერი ისევ თბილი იქნება, თითქოს გაზაფხულია“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1759074590
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დღეს სამუშაო ვიზიტით ვარშავაში ჩავა.
უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, სიბიგას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროპელ და ევროატლანტიკურ პარტნიორებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიწვევით, სიბიგა მონაწილეობას მიიღებს „ვეიმარი+-ის“ ფორმატის შეხვედრაში პოლონელ, გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან. ამასთან, უკრაინელი დიპლომატი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს პოლონეთის სენატის მარშალთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორთან.