ემანუელ მაკრონი: ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვის მოქალაქეების არჩევანი მტკიცედ დადასტურდა, საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას მის ევროპულ პროექტში

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პარიზი ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიშინეუს გვერდით დგას.

„ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვის მოქალაქეების არჩევანი მტკიცედ დადასტურდა. საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას ევროპულ პროექტში, ასევე თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ ხმათა 50.16 პროცენტი აქვს. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 24.19 პროცენტით. ბარიერი გადალახეს საარჩევნო ბლოკმა „ალტერნატივამ“, „ჩვენმა პარტიამ“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმამ. წინასწარი ინფორმაციით, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს – 52 მანდატით. „პატრიოტულ ბლოკს“ 28 დეპუტატი ეყოლება, ბლოკ „ალტერნატივას“ – ცხრა, ხოლო „ჩვენი პარტია“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა პარლამენტში ექვს-ექვსი მანდატით შევლენ.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა.