ისარგებლე 20%-იანი ქეშბექით უნივერსიტეტის კაფეტერიაში - თიბისი ახალი თაობისთვის

tbc

თიბისი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ზრუნავს მათ საჭიროებებზე და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. განსაკუთრებით კი, ახალ თაობას, რომელთა მხარდაჭერაც მათთვის პრიორიტეტულია.

კომპანიის მიმდინარე, განსაკუთრებული შეთავაზებაც, სწორედ ახალი თაობისთვისაა. დეკემბრის ბოლომდე, 18-23 წლის სტუდენტები, შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას, 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ.

შეთავაზება მოქმედებს შემდეგ შერჩეულ უნივერსიტეტებში:

საქართველოს უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი | KIU
ევროპის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი | CU
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი | GIPA
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კაფეტერიის შერჩეულ ობიექტებში- Meama, ნუში, მსუნაგი ფისო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი | IBSU
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი | TSMU
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, თუმცა აუცილებელია თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთი მომხმარებელი თვის მანძილზე, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებს. 

აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული შეთავაზებებით.

სტუდენტების შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.