1732563617
ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე პარტნიორებთან მსჯელობენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არიან. აღნიშნული განცხადება ბერბოკმა იტალიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გააკეთა.
„ამჟამად ჩვენ ვმსჯელობთ პარტნიორებთან სპარსეთის ყურისა და არაბული ქვეყნებიდან იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია, ამ სიტუაციაში მოვაგვაროთ სულ მცირე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – ვითარება ლიბანში და საბოლოოდ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. იმპულსი ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ეს იყო რამდენიმე დღის ან თუნდაც რამდენიმე კვირის წინ“, – აღნიშნა ბერბოკმა.
როგორც გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაცია ძალიან მძიმეა.
„როგორც დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ ცხადვყოფთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ვალდებულებაა“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
როგორც მედია წერს, ხვალ დიდი შვიდეულის ქვეყნის ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. სავარაუდოა, რომ შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც დაესწრება.