ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ამერიკული ავიამზიდი კარიბის ზღვაში ვენესუელას მიუახლოვდა. პენტაგონში განაცხადეს, რომ უკვე განახორციელეს დარტყმა ხომალდზე, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. შედეგად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა.
შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს. პარალელურად, ვაშინგტონი ვენესუელური კარტელის „ლოს სოლეს“, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასაც გეგმავს.
ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან დიალოგს არ გამორიცხავს.