„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
ამერიკის არმიის 250 წლის იუბილეს აღლუმით 14 ივნისს აღნიშნავენ, რაც ტრამპის დაბადების დღეს ემთხვევა.
აშშ-ის არმიის სპიკერმა, დეივ ბატლერმა გამოცემა „ჰილს“ განუცხადა, რომ ის მუშაობს თეთრ სახლთან და რამდენიმე სამთავრობო უწყებასთან, რათა ზეიმი ეროვნულ მოვლენად აქციოს.
ზოგიერთი მედიის ცნობით, სამხედრო კოლონა შეიძლება იყოს ექვსკილომეტრიანი – პენტაგონიდან თეთრ სახლამდე. პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ტრამპს 2018 წელს სურდა სამხედრო აღლუმის ჩატარება, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, ის არ შედგა ღონისძიების სავარაუდო ღირებულების გამო (დაახლოებით 92 მილიონი დოლარი). გარდა ამისა, ვაშინგტონის ხელისუფლება შიშობდა, რომ ტანკები და სხვა მძიმე ჯავშანტექნიკა სერიოზულად დააზიანებდა გზებს. მომდევნო წელს, 2019 წლის 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ვაშინგტონში მაინც ჩატარდა დიდი სამხედრო აღლუმი.