ამერიკის აბსურდულ ბრალდებებზე ჩვენი პასუხი ნათელია, მათ ამ საკითხში არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ - აიათოლა ალი ხამენეი

აიათოლა ალი ხამენეი

ამერიკის აბსურდულ ბრალდებებზე ჩვენი პასუხი ნათელია, მათ ამ საკითხში არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის, იმამ ხომეინის გარდაცვალების 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, აითოლა ხამენეიმ აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიციის მკვეთრ ვარდნაზე მსოფლიოში სწორედ მისმა ყოფნამ მოახდინა გავლენა.

ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ისლამურმა რესპუბლიკამ გაუძლო ყველა შეთქმულებას და მტრულ ქმედებას.

„აშშ-ის პირველი სიტყვა არის ის, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული ინდუსტრია. ჩვენი პასუხი ამერიკის აბსურდულ მტკიცებებზე ნათელია: მათ ამ საკითხში არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ბირთვული ინდუსტრია გავლენას ახდენს მრავალ სამეცნიერო სფეროზე. ურანის გამდიდრება ბირთვული პრობლემის გასაღებია და მტრები გამდიდრებაზე არიან ორიენტირებულნი. დღეს ისლამურ მთავრობებს პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ბევრი ვალდებულება აქვთ. დღეს არ არის თავაზიანობის, გათვალისწინების ან ნეიტრალიტეტის დრო. დღეს არ არის დუმილის დრო. ისინი ხალხს ბომბებითა და ტყვიებით კლავენ. რა საზიზღრები, და ბოროტები შეიძლება იყვნენ ადამიანები! ამერიკა ამ დანაშაულის თანამონაწილეა და რეგიონიდან უნდა განიდევნოს. თუ რომელიმე ისლამური სახელმწიფო რაიმე ფორმით მხარს დაუჭერს სიონისტურ რეჟიმს, მის შუბლზე აუცილებლად დარჩება მარადიული სირცხვილი“, – განაცხადა აიათოლა ხამენეიმ.