1749237219
რატი იონათამიშვილი: ყველა ობიექტური კრიტერიუმით საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი

ყველა ობიექტური კრიტერიუმით საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ანგარიშები იყოს მომზადებული და ორიენტირებული სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებზე და არა პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებაზე.
„როცა ჩვენ უფლებების დაცვაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა მიღწეული შედეგებით არასდროს არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი და ყოველთვის უნდა ვიყოთ ორიენტირებული უფრო მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფაზე. ეს არის დინამიკური პროცესი. ამ დასკვნების გამოტანის შესაძლებლობებს რა თქმა უნდა საქართველო დამცველის ანგარიშები იძლევა. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ანგარიშები იყოს მომზადებული და ორიენტირებული სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებზე და არა პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებაზე“, - აცხადებს იონათამიშვილი.
პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ.