ამერიკელმა სიზმარში ნანახი ციფრებით 250 000$ მოიგო

ლატარია

ამერიკელმა კაცმა სიზმარში ნანახი ციფრები გამოიყენა და ლატარიაში 250 000$ მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ვირჯინიაში მცხოვრები ალონზო კოლემანი აცხადებს, რომ მან სიზმარში შემდეგი ციფრები ნახა: 13-14-15-16-17-18 და გადაწყვიტა, რომ ისინი ლატარიის ბილეთში ჩაეწერა. 

„ახლაც არ მჯერა, რომ ეს რეალობაა და მართლა მოვიგე ამხელა თანხა",- ამბობს მამაკაცი.