ამერიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა ბავშვთა სქესის შეცვლის კრიმინალიზაციის მიზნით კანონპროექტი შეიმუშავა

მარჯორი ტეილორ გრინი

ამერიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა განაცხადა, რომ მან ბავშვთა სქესის შეცვლის კრიმინალიზაციის მიზნით კანონპროექტი შეიმუშავა.

ტეილორ გრინის საკანონმდებლო აქტი ბავშვთა უდანაშაულობის დაცვის შესახებ, არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის ქირურგიულ ოპერაციასა თუ ჰორმონალურ თერაპიას სისხლის სამართლის დანაშაულად ცნობს.

კანონმდებელმა რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის წახალისების გამო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„ბავშვებს უნდა მივცეთ გაზრდის შესაძლებლობა. ჩემი საკანონმდებლო აქტი ბავშვთა უდანაშაულობის დაცვის შესახებ სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებს ბავშვებისთვის სქესის შეცვლას, მათ შორის ჰორმონალურ თერაპიებსა თუ სხვა მედიკამენტებს, რომელსაც ამ ბავშვებზე იყენებენ. საუბარია ისეთ მცირეწლოვან ბავშვებზე, რომლებიც არ არიან საკმარისად ზრდასრულნი იმისთვის რომ სიგარეტი, ალკოჰოლი შეიძინონ, ჯარში წავიდნენ, ან თუნდაც მართვის მოწმობა აიღონ. დაუშვებელია, რომ ზრდასრული ადამიანები ბავშვებს ტყუილებით ურეცხავდნენ ტვინს. მოდით, გავიხსენოთ, რომ ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აღდგომის დღესასწაულზე აღნიშნა. წელს კი პრეზიდენტი ტრამპი ვნების კვირას ზეიმობს და ყველა ერთად ვიზეიმებთ იესო ქრისტეს აღდგომას“, - თქვა კონგრესმენმა.